8 აგვისტოს საქართველოს ექვს დაცულ ტერიტორიაზე ომის ვეტერანებისთვის შესვლა უფასო იქნება
8 აგვისტოს საქართველოს ექვს დაცულ ტერიტორიაზე ომის ვეტერანებისთვის შესვლა უფასო იქნება

8 აგვისტოს საქართველოს ექვს დაცულ ტერიტორიაზე ომის ვეტერანებისთვის შესვლა უფასო იქნება.

როგორც დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, ვიზიტის დროს ომის ვეტერანებმა თან უნდა იქონიონ ვეტერანის მოწმობა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, გვსურს ჩვენი დიდი პატივისცემა გამოვხატოთ საქართველოს მომავლისთვის და მშვიდობისთვის მებრძოლი ომის ვეტერანების მიმართ.

თქვენი და თქვენი თანამებრძოლების როლი ძალიან დიდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. გისურვებთ მშვიდობას, დღეგრძელობას და მხნეობას!

გვსურს, ასევე, პატივი მივაგოთ, ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის.

თქვენს მიმართ მადლიერება, გვსურს სიმბოლური საჩუქრით გამოვხატოთ. 8 აგვისტოს საქართველოს  ექვს დაცულ ტერიტორიაზე შესვლა ომის ვეტერანებისთვის უფასო იქნება: მარტვილის კანიონი; ოკაცეს კანიონი; ოკაცეს ჩანჩქერი; პრომეთეს მღვიმე; სათაფლია; წალკის კანიონი; ვიზიტის დროს, გთხოვთ, თან იქონიოთ ვეტერანის მოწმობა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.