ბორის ჯონსონმა ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს მადლიერების ნიშნად კვლავ ტაში დაუკრა
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ჯანდაცვის ეროვნული სისტემის წარმომადგენლებს მადლიერების ნიშნად კვლავ ტაში დაუკრა.
მადლიერების აქცია ქვეყნის მასშტაბით ყოველკვირეულად იმართება და მასში მილიონობით ადამიანი მონაწილეობს.