ბორის ჯონსონი - მინდა, მივმართო ჩემს რუს მეგობრებს, არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელითაა, ტრაგედია უნდა დასრულდეს, რადგან მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი და სუვერენული უკრაინა
ბორის ჯონსონი - მინდა, მივმართო ჩემს რუს მეგობრებს, არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელითაა, ტრაგედია უნდა დასრულდეს, რადგან მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი და სუვერენული უკრაინა

მინდა, მივმართო ჩემს რუს მეგობრებს, არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელითაა, ეს კრიზისი უნდა დასრულდეს, რადგან მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი და სუვერენული უკრაინა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა.

მისივე თქმით, „უკრაინის ქუჩებსა და ველებზე განვითარებული მოვლენები არაფერია, გარდა ტრაგედიისა“.

„მამაცი ახალგაზრდა ჯარისკაცები და უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები იჭრებიან, ტანკები ტრიალებენ ქალაქებში, რაკეტების წვიმა მოდის ციდან. უკვე ერთი ან მეტი თაობაა მას შემდეგ, რაც ევროპაში მსგავსი სისხლისღვრის მომსწრენი ვიყავით. ვიმედოვნებდით, რომ ასეთი სანახაობის ხილვა აღარასდროს მოგვიწევდა. გაერთიანებული სამეფოს ხალხი ჩვენს უკრაინელ ძმებთან და დებთან ერთად დგანან თქვენს სამშობლოზე ამ გაუმართლებელი თავდასხმის წინაშე. ჩვენ მივესალმებით თქვენი მთავრობის, თქვენი სამხედროების, თქვენი ხალხის მამაცობასა და პატრიოტიზმს. მჭიდრო კავშირში ვარ პრეზიდენტ ზელენსკისთან და როგორც პრემიერ-მინისტრი, ვსაუბრობ ყველას მაგივრად გაერთიანებულ სამეფოში, როდესაც კიდევ ერთხელ ვიძახი – „დიდება უკრაინას“.

ეს არის ტრაგედია უკრაინისთვის და ასევე ტრაგედიაა რუსეთისთვის. უკრაინის მსგავსად, რუსეთი არის დიდი ქვეყანა მდიდარი ისტორიით და ამაყი ხალხით. უკრაინის მსგავსად, რუსეთის პოეტებმა, ხელოვანებმა და ავტორებმა შექმნეს ჩვენი კულტურა და რუსი ჯარისკაცები ასევე მამაცურად იბრძოდნენ ჩვენთან ერთად ფაშიზმის წინააღმდეგ. მაგრამ, პუტინის ქმედებებს მივყავართ რუსეთის სრულ იზოლაციამდე, რომელსაც ერიდება დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოება, ზარალდება უზარმაზარი ეკონომიკური სანქციებით და აწყდება უაზრო, სისხლიან ომს, რომელიც უკვე უთვალავ სიცოცხლედ უჯდება, უდანაშაულო უკრაინელებიდან დაწყებული რუსი ჯარისკაცებით დამთავრებული, რომლებსაც მათი ოჯახები ვერასდროს ნახავენ. მინდა, მივმართო ჩემს რუს მეგობრებს, არ მჯერა, რომ ეს ომი თქვენი სახელითაა. ეს კრიზისი, ეს ტრაგედია შეიძლება და უნდა დასრულდეს, რადგან მსოფლიოს სჭირდება თავისუფალი და სუვერენული უკრაინა. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.