ბორის ჯონსონი - დღეს კლიმატის ცვლილებას თუ სერიოზულად არ მივუდგებით, ჩვენი შვილებისთვის ხვალ ამის გაკეთება გვიანი იქნება
ბორის ჯონსონი - დღეს კლიმატის ცვლილებას თუ სერიოზულად არ მივუდგებით, ჩვენი შვილებისთვის ხვალ ამის გაკეთება გვიანი იქნება

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რომლის მთავრობაც მასპინძლობს გაერო-ს კლიმატის საკითხზე სამიტს სახელწოდებით COP26-ზე, დამსწრეებს მიმართა.

„დიდი ხანია კაცობრიობას ამოეწურა კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული დრო. შუაღამემდე ერთი წუთია და ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ახლავე. თუ დღეს კლიმატის ცვლილებას სერიოზულად არ მივუდგებით, ჩვენი შვილებისთვის ხვალ ამის გაკეთება გვიანი იქნება. უნდა გავიდეთ საუბრებიდან, დებატებიდან და დისკუსიებიდან შეთანხმებულ, რეალურ სამყაროში მიმართულ მოქმედებებზე ნახშირის, ავტომობილების, ნაღდი ფულისა და ხეების თაობაზე“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.