ბორის ჯონსონი - ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მათ შორის არის მკაცრი სანქციების მომზადება და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ლუგანსკისა და დონეცკის თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ რუსეთის მიერ აღიარებას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აფასებს.
მისი თქმით, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და მთლიანობის უხეში დარღვევა.
„ეს არის მინსკის პროცესზე და მინსკის შეთანხმებებზე უარის თქმა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან ცუდი ნიშანი“ , -აღნიშნა ჯონსონმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პუტინის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენები არასწორი გზით ვითარდება.
ჯონსონმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, მათ შორის არის მკაცრი სანქციების მომზადება და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება.
მისი თქმით, ლონდონი იფიქრებს, თუ რით შეუძლია კიდევ დაეხმარონს უკრაინას ამ რთულ პერიოდში.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.