ბორის ჯონსონი - „ბრექსიტის“ ოცნება იღუპება, ბრიტანეთი კი კოლონიის სტატუსის მინიჭებისკენ მიდის
ბორის ჯონსონი - „ბრექსიტის“ ოცნება იღუპება, ბრიტანეთი კი კოლონიის სტატუსის მინიჭებისკენ მიდის

„ბრექსიტის“ ოცნება იღუპება, დიდი ბრიტანეთი კი კოლონიის სტატუსის მინიჭებისკენ მიდის, – ასეთი განცხადება გააკეთა ბორის ჯონსონმა პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მიმართ მიწერილ ოფიციალურ წერილში.

დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა წერილში თანამდებობის დატოვების მიზეზებზე დეტალურად ისაუბრა.

ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ „ბრექსიტის“ ფარგლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის ევროკავშირთან არსებული ზედმეტად რბილი პოზიცია გაერთიანებიდან გამოსვლას აზრს უკარგავს. დიპლომატის თქმით, „ბრექსიტი“ პოლიტიკის სხვაგვარად წარმართვის საშუალება იყო. დიდი ბრიტანეთი გაცილებით დინამიური უნდა გამხდარიყო და გლობალურ ბაზარზე მაქსიმალურად გამოეყენებინა საკუთარი უპირატესობები. ბორის ჯონსონმა წერილში აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს ეს ოცნება იღუპება.

„6 ივლისს გამართული მოლაპარაკებების დროს ჩემს არგუმენტებს დაბალი მხარდაჭერა ჰქონდა. გილოცავთ მთავრობის მხარდაჭერის მოპოვებას. ახლა მთავრობას სიმღერა აქვს შესასრულებელი, რომლის სიტყვებსაც უკვე ერთი კვირაა ვამოწმებ და აღმოვაჩინე, რომ ისინი ყელში გამეჩხირა“, – აღნიშნა ბრიტანეთის უკვე ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერეზა მეისადმი მიწერილ ოფიციალურ წერილში.

8 ივლისს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი განსხვავებული პოზიციების გამო „ბრექსიტის“ მინისტრი, დევიდ დევისი თანამდებობიდან გადადგა. 9 ივნისს კი ამავე მიზეზებით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ბორის ჯონსონმაც დატოვა.