ბოლო ორი თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 48 %-ით გაიზარდა
2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48 %-ით გაიზარდა და 31 892 შეადგინა.
სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტორთა შორის 59% ქართველია, ხოლო 41% უცხოელი.
მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურებიდან, დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ესტუმრა.
2018 წლის ორი თვის მონაცემებით, ტოპ ხუთი ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია ასე გამოიყურება:
1.თბილისის ეროვნული პარკი
2.ყაზბეგის ეროვნულ პარკი
3.პრომეთეს მღვიმე
4.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
5. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.