სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება.
როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს ღირსეული შენამატია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
„აბსოლუტურად ღირსეული შენამატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
გასულ წელს ამ ულამაზესი და უნიკალური ეკოსისტემის მონახულება უდიდესი გამოცდილება იყო. საქართველოს სიმდიდრის ნაწილი, რომელიც ყველამ უნდა აღმოვაჩინოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
An absolutely worthy addition to the #WorldHeritage list.
Visiting this beautiful and unique ecosystem last year was a great experience, part of the wealth of Georgia that we should all discover, preserve and protect.@UNESCO https://t.co/792e7oIh9X pic.twitter.com/TQ5InD5RAO
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 26, 2021