სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას ეხმაურება.

როგორც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ეს ღირსეული შენამატია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

„აბსოლუტურად ღირსეული შენამატი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

გასულ წელს ამ ულამაზესი და უნიკალური ეკოსისტემის მონახულება უდიდესი გამოცდილება იყო. საქართველოს სიმდიდრის ნაწილი, რომელიც ყველამ უნდა აღმოვაჩინოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.