ბოლო ორი თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 48 %-ით გაიზარდა
ბოლო ორი თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 48 %-ით გაიზარდა

2018 წლის ორი თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48 %-ით გაიზარდა და 31 892 შეადგინა.

სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტორთა შორის 59% ქართველია, ხოლო 41% უცხოელი.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურებიდან, დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ესტუმრა.

2018 წლის ორი თვის მონაცემებით, ტოპ ხუთი ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია ასე გამოიყურება:

1.თბილისის ეროვნული პარკი

2.ყაზბეგის ეროვნულ პარკი

3.პრომეთეს მღვიმე

4.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

5. ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.