ბოლნისის ყოფილ გამგებელს აღკვეთის ღონისძიებად 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
ბოლნისის ყოფილ გამგებელს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ქვემო ქართლის პროკურატურამ ბოლნისის ყოფილი გამგებელი გიორგი არევაძე 14 თებერვალს დააკავა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცხრიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.