რუსთავის სასამართლომ პლატონ ცენდეკოვის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო
რუსთავის სასამართლომ პლატონ ცენდეკოვის მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო

რუსთავის საქალაქო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ივანოვკაში მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა დაიწყო. 2018 წლის 25 ივნისს თეთრიწყაროს სოფელ ივანოვკაში პლატონ ცენდეკოვი საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. მალევე, განზრახ მკვლელობის ბრალდებით მოკლულის თანასოფლელი იური ვაშაყმაძე დააკავეს.

რუსთავის სასამართლოში უკვე დაიკითხა ორი მოწმე, რომლებიც მოკლულისა და ბრალდებულის თანასოფლელები არიან. თავად ბრალდებული მის მიმართ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მკვლელობის დღეს ცენდეკოვთან სტუმრად იმყოფებოდა, თუმცა მასთან რაიმე კონფლიქტი არ ჰქონია.

„მოწმეთა ჩვენებები წინააღმდეგობრივი იყო. დაცვის მხარემ შეძლო მათ ჩვენებებსა და გამოკითხვის ოქმებს შორის წინააღმდეგობის გამოვლენა. მივიღეთ ერთ-ერთი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც არ დადასტურდა უტყუარი კავშირი გარდაცვლილსა და ბრალდებულს შორის. ჯერ კიდევ ველოდებით რამდენიმე ექსპერტიზას. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის ასაკოვანია, მას აქტიურ გამოკვლევებს უტარებენ პენიტენციურ დაწესებულებაში და ჰყავდათ სამედიცინო კლინიკებშიც გამოკვლევებისთვის“, – აცხადებს ადვოკატი დავით გირგვლიანი.