ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე მობილური ამცრელი ბრიგადები შეიქმნა
სამი ბრიგადა მოთხოვნის შესაბამისად მუნიციპალიტეტის მასშტაბით სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის.
ამცრელმა ბრიგადამ იმუნიზაციის პროცესი სოფელი ტალავერიდან დაიწყო, სადაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტებმა, სოფლის ამბულატორიაში, მოქალაქეებს „სინოვაკის“ ვაქცინის პირველი დოზა გაუკეთეს.
ბრიგადები იმუნიზაციისა და პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის საჭირო ყველა ხელსაწყოთი არიან აღჭურვილები.
შეგახსენებთ, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში „ფაიზერის“, „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მიღება ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაშია შესაძლებელი.
მომავალი კვირიდან ამცრელი პუნქტები დაბა კაზრეთსა და სოფელ ქვეშშიც დაემატება.