კომპანია „ამაზონის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი ისტორიაში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. სააგენტო „ბლუმბერგის“ მონაცემებით, 10 იანვრის მდგომარეობით, ბეზოსის ქონება 106 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამგვარად, „ამაზონის“ დამფუძნებელმა „მაიკროსოფტის“ დამაარსებლის ბილ გეიტსის რეკორდი გააუმჯობესა.
მილიარდერის კაპიტალის დიდი ნაწილი კომპანია „ამაზონის“ აქციებზე მოდის. ამას გარდა, ბეზოსს ეკუთვნის გამოცემა Washington Post და კოსმოსური მოგზაურობების კერძო ტურისტული კომპანია Blue Origin.