„ბლუმბერგი“ - იტალიის პრემიერ-მინისტრი ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას უნგრელ კოლეგასთან, რათა ვიქტორ ორბანმა უკრაინის მხარდაჭერა დაიწყოს
„ბლუმბერგი“ - იტალიის პრემიერ-მინისტრი ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას უნგრელ კოლეგასთან, რათა ვიქტორ ორბანმა უკრაინის მხარდაჭერა დაიწყოს

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი ცდილობს, მიაღწიოს შეთანხმებას უნგრელ კოლეგასთან ვიქტორ ორბანთან, რათა მან დაიწყოს უკრაინის მხარდაჭერა, – ინფორმაციას „ბლუმბერგი” ავრცელებს.

მელონი სთავაზობს ორბანის პარტიას, შეუერთდეს ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ასოციაციას (ECR) ევროპარლამენტის მომავალ არჩევნებამდე.

„ბლუმბერგი“ წერს, რომ ორბანის პარტიის, „ფიდესის“ ECR-ში მოსაყვანად იტალიის პრემიერ-მინისტრს სურს, რომ ორბანმა შეცვალოს მიდგომა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ და აღადგინოს ურთიერთობები კიევთან.

„იტალიისა და უნგრეთის ლიდერების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები სხვადასხვა დონეზე გაიმართა, მაგრამ გადაწყვეტილება ჯერ  არ მიუღიათ“, – წერს “ბლუმბერგი”.