„ბლუმბერგი“ - დანიამ სამხედროებს ისრაელის საელჩოსა და სინაგოგების დაცვა უბრძანა
„ბლუმბერგი“ - დანიამ სამხედროებს ისრაელის საელჩოსა და სინაგოგების დაცვა უბრძანა

ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტით გამოწვეული ტერორიზმის მზარდი საფრთხის ფონზე დანიამ სამხედროებს ისრაელის საელჩოსა და სინაგოგების დაცვა უბრძანა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

დანიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ჯარისკაცები დაეხმარებიან ტერიტორიების დაცვაში, მათ შორის ისრაელის საელჩოსა და კოპენჰაგენში არსებული სინაგოგის დაცვაში.

„ტერორისტული საფრთხე დანიის წინააღმდეგ სერიოზულია. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტმა გამოიწვია ანტისემიტიზმის სრულიად მიუღებელი ზრდა“, – განაცხადა დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტროელს ლუნდ პულსენმა.

როგორც მედია წერს, დანიაში, დაახლოებით, 7 ათასი ებრაელი და 250 ათასი მუსლიმი ცხოვრობს.