„ბლუმბერგი“ - ჩინეთმა რუსეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერა
„ბლუმბერგი“ - ჩინეთმა რუსეთის მხარდაჭერა კიდევ უფრო გააძლიერა

ჩინეთმა კიდევ უფრო გააძლიერა რუსეთის მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

გამოცემის ცნობით, პეკინი მოსკოვს სატელიტურ ფოტოების აწვდის, რაც ეხმარება რუსეთს უკრაინის ობიექტებზე თავდასხმაში.

როგორც მედია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ჩინეთის მხარდაჭერა ასევე მოიცავს საწვავს რაკეტებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს, ჩინეთსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობამ 2023 წელს რეკორდულ, 240 მილიარდ დოლარს მიაღწია. ასევე, რუსეთმა გაზარდა ისეთი პროდუქტების ექსპორტი ჩინეთში, როგორებიცაა ნახშირი და ნავთობი“, – წერს „ბლუმბერგი“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩინეთი და ჰონგ კონგი კრემლს ეხმარებიან, წვდომა ჰქონდეს ისეთ ტექნოლოგიებთან, რომლებიც ომის შემდეგ შეზღუდულია რუსეთისთვის. ტექნოლოგიებში კი იგულისხმება ისეთი ჩიპები, რომლებიც გამოიყენება ან საჭიროა იარაღის შესაქმნელად.