ბლუმბერგის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ისევ ჯეფ ბეზოსია
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი ისევ ჯეფ ბეზოსია, რომელმაც კომპანია „სფეის იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელს ილონ მასკს გადაასწრო.
ბლუმბერგის მონაცამებით, ჯეფ ბეზოსი 191 მილიარდი დოლარის მფლობელია, ილონ მასკი კი 190 მილიარდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამინის ტიტული დაიბრუნა, რომელსაც ის 2017 წლიდან 2021 წლის 7 იანვრამდე იკავებდა.
ამ ჩამონათვალში მესამე ადგილს კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი იკავებს. მისი ქონება ახლა 137 მილიარდი დოლარია. მეოთხე ადგილზე კი ლუი უიტონის პრეზიდენტი ბერნარ არნოა, რომლის ქონებაც 116 მილიარდი დოლარია.
მსოფლიოს უმდიდერესი ადამიანების ხუთეულში მეხუთე ადგილზე „ფეისბუქის“ დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგია, რომლის ქონებაც 104 მილიარდი დოლარია.