„ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კონგრესში დასაკითხად დაიბარეს
„ამაზონის“ დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კონგრესში დასაკითხად დაიბარეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა ონლაინპლატფორმა „ამაზონის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეფ ბეზოსი კონგრესში დასაკითხად დაიბარა.

საქმე ეხება გაყიდვების უმსხვილესი ონლაინპლატფორმა „ამაზონის“ მიერ დასაქმებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობასა და მცირე ბიზნესის შევიწროებას.

„ამაზონის“ საქმიანობას კონგრესის ქვეკომიტეტი რამდენიმე თვის განმავლობაში იკვლევდა. კანონმდებლებმა კომპანიისგან დოკუმენტებიც გამოითხოვეს, მათ შორის აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენელთა ელექტრონული მიმოწერაც.