ჯეფ ბეზოსის კომპანია კომერციული კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს
ჯეფ ბეზოსის კომპანია კომერციული კოსმოსური სადგურის აშენებას გეგმავს

ჯეფ ბეზოსის კუთვნილი კომპანია Blue Origin-ი Boeing-თან და Sierra Space-თან თანამშრომლობით კომერციული კოსმოსური სადგურის სახელწოდებით Orbital Reef-ის აშენებას გეგმავს. ინფორმაციას „ბიბისის“ ავრცელებს.

იდეის ავტორების ჩანაფიქრით, ეს გახდება ისტორიაში პირველი კოსმოსური ბიზნეს პარკი, რომელშიც კონკრეტული ფართი თანხის სანაცვლოდ გაქირავდება. კომერციული კოსმოსური სადგურის გახსნა ამ ათწლეულის ბოლომდე, ანუ არაუგვიანეს 2030 წლამდე უნდა მოხდეს.

სადგურის საერთო დაგეგმილი ფართობი დაახლოებით 3 000 კვადრატული მეტრია. Blue Origin-ისა და Sierra Space-ის წარმომადგენლებმა ჯერჯერობით უარი განაცხადეს სადგურის სავარაუდო ღირებულების დასახელებაზე.