ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან ექვსი უკვე გაიყიდა
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან („100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“) ექვსი უკვე გაიყიდა. საუბარია თბილისში, ბათუმსა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებზე. ქონების რეალიზაციის შედეგად, სახელმწიფო რვა მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.
ვასო გოძიაშვილის N 67-ში მდებარე 13761 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 3 085 000 ლარად გაიყიდა (საწყისი ფასი 3 080 000 ლარი იყო), ხოლო ვასო გოძიაშვილის N99-ში მდებარე 2992 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 177 000 ლარად (საწყისი ფასი 787 ათასი ლარი).
პეტრე იბერის N 17-ში არსებული 1411.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ასევე მიმდებარედ არსებული 1354 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1 888 000 ლარად გაიყიდა (საწყისი ფასი 790 000 ლარი).
თბილისში, ბესარიონ ჟღენტის ჩიხი N13-ში არსებული 2138.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 864 000 ლარად გაიყიდა (საწყისი ფასი 672 000 ლარი).
ბათუმში, ავგიას ქუჩა N64ა-ში არსებული 9840.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 782 000 ლარად გაიყიდა (საწყისი ფასი 780 000 ლარი).
კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ წინარეხში მდებარე 143927.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 294 000 ლარად გაიყიდა (საწყისი ფასი 292 000 ლარი).
ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესს 100 საპრივატიზაციო ობიექტი 29 ნოემბერს შესთავაზა.