სოსო ფხაკაძე – პრივატიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს კარგი ხედვა აქვს, რასაც მივესალმებით

16:04, 31.03.2021

სახელმწიფოს კარგი ხედვა აქვს პრივატიზაციასთან დაკავშირებით და ამას მივესალმებით, – ამის შესახებ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა აქტივი, რომელიც არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის, სწრაფად უნდა გადაეცეს კერძო სექტორს.

„მთელი მსოფლიოს მთელი რიგი ქვეყნების ეკონომიკურ ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ სახელმწიფო ყველგან არის ძალიან ცუდი ინვესტორი. ამიტომ, ყველა აქტივი, რომელიც არ არის სტრატეგიული მნიშვნელობის, ყველა დანარჩენი აქტივი, თუ რამეა კიდევ დარჩენილი სახელმწიფოს ხელში, ძალიან სწრაფად უნდა გადაეცეს კერძო სექტორს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი ბიზნესასოციაციის წევრებს შეხვდა.

მსგავსი