ბიულეტენების 20 პროცენტის დათვლის შემდეგ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკი 73,35 პროცენტით იმარჯვებს
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბიულეტენების 20 პროცენტის დათვლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვლადიმირ ზელენსკის ხმათა 73,35 პროცენტი აქვს.
უკრაინის ცესკო-ს ინფორმაციით, ხმათა მეხუთედის დათვლის შემდეგ, მოქმედმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ 24,30 პროცენტი მიიღო.
ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს, ლვოვის გარდა, ყველა ოლქში უგებს არჩევნებს.
უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნებმა მასობრივი დარღვევების გარეშე ჩაიარა.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის აქტივობა 62 პროცენტი იყო.