ბიძინა კულუმბეგოვი - „ფაიზერის“ ვაქცინას, რაც კი მარეგულირებელი ორგანო არსებობს, ყველას აღიარება აქვს
ბიძინა კულუმბეგოვი - „ფაიზერის“ ვაქცინას, რაც კი მარეგულირებელი ორგანო არსებობს, ყველას აღიარება აქვს

ფაიზერის“ ვაქცინას, რაც კი მარეგულირებელი ორგანო არსებობს, ყველას აღიარება აქვს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

ფაიზერის“ ვაქცინას, რაც კი მარეგულირებელი ორგანო არსებობს, ყველას აღიარება აქვს. სხვა ვაქცინა მსგავსი არ არის. შემდგომ რიგში დგას „მოდერნას“ ვაქცინა, რომელიც ჯანმო-მ არა, მაგრამ ევროკავშირმა, ამერიკამ და ბრიტანეთმა აღიარა. არის „ასტრაზენეკა“ და ამ ტიპის ვაქვინებიც, რომლებიც ალბათ იქნება აღიარებული. ბევრი ვაქცინა გაჩნდება გაზაფხულამდე, მთავარია, სტარტი გვქონდეს და თუნდაც ის საწყისი დოზა სწორად გავანაწილოთ“,- განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციასთან მიმართებაში საქართველომ აქცენტი უნდა გააკეთოს ისეთი ტიპის ვაქცინებზე, რომელიც აღიარებული იქნება აშშ-ის წამლისა და საკვების სააგენტოს, ევროკავშირის სამედიცინო წამლის რეგულირების სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.

„მაგრამ მთავარი გახლავთ ის, რომ შეიძლება მათ მიერ აღიარებული ვაქცინები ჩვენი მოსახლეობისთვის რაღაც თვალსაზრისით იყოს მენტალურად მიუღებელი და იყოს ძალიან დიდი წინააღმდეგობა, ანტივაქცერულ მოძრაობას შევუწყოთ ხელი. შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამ აქცენტი უნდა გააკეთოს ისეთი ტიპის ვაქცინებზე, ჩვენც რომ მოგვეცეს საშუალება მოსახლეობას მყარად და თამამად ვუთხრათ, რომ ხარისხი არის გარანტირებული. გვექნება უხარისხო ტიპის ქვეყნიდან ვაქცინა, შესაბამისად ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი იქნება ძალიან დაბალი.

სავალდებულო ეს ვაქცინა ჯერ არც ერთ ქვეყანას არ დაუწესებია და ჩვენც ვერ დავაწესებთ, ეს ნებაყოფლობითი იქნება. ამიტომ, ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ვაქცინაცია რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, თუნდაც იმ რისკის ჯგუფებმა გაიკეთონ. ძალიან ბევრი სამუშაოა ამისთვის ჩასატარებელი“,- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.