ბიძინა კულუმბეგოვი - ყველა ახალი შემთხვევა მალე იქნება „ომიკრონი“, რაც უნდა მსუბუქი იყოს დელტა ვარიანტზე, მცირე მონაკვეთში ბევრი პაციენტის დაგროვება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკებს მაინც ქმნის
ბიძინა კულუმბეგოვი - ყველა ახალი შემთხვევა მალე იქნება „ომიკრონი“, რაც უნდა მსუბუქი იყოს დელტა ვარიანტზე, მცირე მონაკვეთში ბევრი პაციენტის დაგროვება ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკებს მაინც ქმნის

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება „ომიკრონის“ შტამის გავრცელების იმ ტრაექტორიის შესაბამისია, რაც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ფიქსირდება.

„სექვენირება ან სპეციპიკური პისიარის ტესტებია საჭირო უშუალოდ „ომიკრონი“ რომ დაადგინო. ამიტომ რასაკვირველია ყველა შემთხვევის აღმოჩენა ვერ მოხერხდება. როგორც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი და წამლისა და საკვების სააგენტო ამბობს,  სწრაფი ტესტების სიზუსტე შედარებით შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სწრაფი ტესტი საერთოდ ვერ რეაგირებს. არავინ ჩათვალოს, რომ ანტიგენის ტესტი არ მუშაობს. მუშაობს, მაგრამ ანტიგენის ტესტი და ბანალური, ჩვეულებრივი „პისიარ“ ტესტი ვერ ადგენს, არის თუ არა „ომიკრონით“  ინფიცირება.

მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, გვაქვს კლინიკური სიპტომი, გვაქვს კოვიდი, ყველა უნდა ვიყოთ ფრთხილად და იზოლაციაში. სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, როდესაც „ომიკრონი“ სრულად ჩაანაცვლებს დელტა ვარიანტს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებზე დაყრდონით და ოფიციალური ინფორმაციით ახლა შეიძლება, ითქვას, რომ ყოველდღიური შემთხვევების 50 პროცენტი არის „ომიკრონი“, მაგრამ მას ახასიათებს გაორმაგება დღენახევარ, სამ დღეში. ამიტომ ძალიან ცოტა დრო დარჩა. დელტა ვარიანტით დაავადებული ადამიანები დაგვრჩებიან მხოლოდ კლინიკებში, დანარჩენი ყველა ახალი შემთხვევა მალე იქნება „ომიკრონის“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პიკური პერიოდი იანვრის ბოლოს, თებერვლის პირველ კვირებშია მოსალოდნელი.

„რასაკვირველია, როდესაც „ომიკრონი“ მთლიანად იქნება დომინანტური ვარიანტი, ეს ქმნის ძალიან დიდ რისკს, რომ მოხდეს ინფექციის მასობრივი გავრცელება. შესაბამისად, პიკურ სიტუაციაში ქვეყნის შესვლა იგეგმება იანვრის ბოლო, თებერვლის პირველ კვირებში. 2 კვირის განმავლობაში ჩვენ გვამრთებს განსაკუთრებული ყურადღება. იმ ადამიანების მაქსიმალური ძალისხმევა, ვისაც მესამე დოზა, ბუსტერი ესაჭიროება. 50 წელს ზემოთ მოსახლეობას განსაკუთრებით ვთხოვთ, დაიმატონ ბუსტერული დოზა და არ გადაავადონ არც ერთი დღის განმავლობაში . ასევ, ვატაროთ პირბადე. ჩვენ შეგვიძლია, 15-20 ათასი ყოველდღიურად ლაბორატორიულდა გამოვლენილი შემთხვევა, მინიმუმ შევამციროთ“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

კულუმბეგოვი აბობს, რომ სხვა ქვეყნების მაგალითის მიხედვით, „ომიკრონის“ შემთხვევაში დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა სწრაფი გავრცელების გამო, დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით პაციენტების დაგროვება, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკებს მაინც ქმნის.

„50 პროცენტით ნაკლებია შანსი, ადამიანი ჰოსპიტალში მოხვდეს და მძიმე დაავადება განუვითარდეს. ჩვენ თუ გვექნება დღიურად 20 000 შემთხვევა და თითოეული ადამიანის გამოჯანმრთელებას საშუალოდ 10 დღე სჭირდება, ეს ნიშნავს, რომ აქტიური შემთხვევები თებერვლის პირველ ნახევარში ერთბაშად შეიძლება დაგროვდეს 150 000 და მეტი. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონით“ ჰოსპიტალიზაცია 5 პროცენტზეა მსოფლიოში. 150 000-ის ხუთი პროცენტი ციფრებში მაინც არის 7-8 ათასი ადამიანი, შესაბამისად, რაც უნდა მსუბუქი იყოს დელტა ვარიანტთან მიმართებაში, დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით პაციენტების დაგროვება, მაინც ქმნის ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკებს.

მთავარი ცვლილება, რომელიც ხვალიდან შემოდის, არის ის, რომ ადამიანის, რომელსაც აქვს უსიპტომო ან მსუბუქი კოვიდი, იზოლაციის პერიოდი ჩამოდის 8 დღემდე. ბოლო 24 საათი უნდა იყოს სრულიად უსიპტომო. თუ ადამიანს აქვს საშუალო და მძიმე დაავადება, რის გამოც ის ჰოსპიტალში მოხვდა, მაშინ იზოლაციის დღე რჩება 10. ასევე, როდესაც კონტაქტის დეფინიციაში შედის ადამიანი და კონტაქტირებული პირი არის ორჯერადად ვაქცინირებული ან ბუსტერული დოზით მესამედად აცრილი, ამ ვაქცინების ბოლო დოზიდან გასულია 14 დღეზე მეტი და არაუმეტეს 90 დღისა, ასეთ ადამიანებს არ ესაჭიროება იზოლაცია. კიდევ არის ბევრი ნიუანსი, რასაც ორშაბათს საზოგადოება იხილავს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დატოვე კომენტარი