ბიძინა კულუმბეგოვი - საქართველოში ალბათ ორ-სამ კვირაში დომინანტი გახდება კორონავირუსის ე.წ. კრაკენის ვარიანტი, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება
ბიძინა კულუმბეგოვი - საქართველოში ალბათ ორ-სამ კვირაში დომინანტი გახდება კორონავირუსის ე.წ. კრაკენის ვარიანტი, რომელიც სწრაფი გავრცელებით ხასიათდება

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვარაუდობს, რომ 2-3 კვირაში საქართველოში დომინანტი გახდება „ომიკრონის“ ახალი ვარიანტი, რომელიც „კრაკენის“ სახელწოდებით არის ცნობილი. მისივე თქმით, მსოფლიოს ტენდენცია ამაზე მიუთითებს.

ამასთან, როგორც კულუმბეგოვი ამბობს, კორონავირუსის ახალი ვარიანტი გავრცელების მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება.

„მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებულია „ომიკრონის“ BA 5 ვარიანტი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გლობალურ შეწონილ ციფრზე ვსაუბრობ. ვარიანტი, რომელსაც „კრაკენის“ სახელით ვიცნობთ, „ომიკრონის“ სხვა შტამისგან განსხვავებით, ყველაზე სწრაფი გავრცელებით ხასიათდება. დღეს „კრაკენის“ ვარიანტს ამერიკაში, მთლიან პოპულაციაში 60-70%-იანი გავრცელების მასშტაბი აქვს. საქართველოში ზუსტი ციფრი არ ვიცით. ალბათ „კრაკენი“ ორ-სამ კვირაში ჩაანაცვლებს და დომინანტი გახდება, რადგან მსოფლიო ტენდენცია ამაზე მიუთითებს. ის გავრცელების მაღალი მასშტაბით ხასიათდება. ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაზრდილი არ აქვს, თუმცა ვაქცინისადმი ეფექტურობა მკვეთრად შემცირებულია. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას 2023 წლის იანვარშიც კი ბივალენტური, ახალ „ომიკრონზე“ მორგებული ვაქცინის არცერთი დოზა არ აქვს. ჩვენ მეტი აქცენტი უნდა გვქონდეს დაავადების ადრეულ დიაგნოსტირებაზე, რათა ჰოსპტალიზაცია შევამციროთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.