ბიძინა გიორგობიანი - ვისაც ევალებათ, იქნებ რაიონებში აგრომაღზიებს ვაჭრობის ნებართვა დართონ
დროის მსვლელობას ეპიდემია ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ბიძინა გიორგობიანი „ფეისბუქზე“ წერს.
გიორგობიანი ითხოვს, რაიონებში აგრომაღზიებს ვაჭრობის ნებართვა დართონ.
„დროის მსვლელობას ეპიდემია ვერ შეაჩერებს. როგორც წამლობის, ასევე მცენარეთათვის საკვები ელემენტების მისაცემად აგროვადები უკვე გადის. იმ შემთხვევაში თუ მოსავალი მთლიანად ჩავარდება, პირველადი და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის გამოშვება ძლიერ დაეცემა და სერიოზულ გავლენას იქონიებს შიდა ბაზარზე. აქვე აღვნიშნოთ, რომ ეს ნეგატიური ეფექტი არ იქნება მოკლევადიანი. ერთ წელს სრულფასოვანი აგროციკლის დარღვევა გამოიწვევს პლანტაციების ხანგრძლივ დაზიანებას და პლანტაციებში მსხმოიარობის მიღწევას, 2-3 აგრო ციკლი დასჭირდება. ყოველივე აქედან გამომდინარე, ეგებ რაიონებში აგრომაღზიებს ვაჭრობის ნებართვა დართონ ვისაც ეს ევალებათ“,- წერს გიორგობიანი.