ბიძინა გიორგობიანი - მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ აქვს ტყის ჭრასთან და უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს წარმოადგენს
ბიძინა გიორგობიანი - მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ აქვს ტყის ჭრასთან და უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს წარმოადგენს

მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ აქვს ტყის ჭრასთან და უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს წარმოადგენს, – ამის შესახებ სატყეო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს.

ბიძინა გიორგობიანი შოვში ხის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმაურება.

„მოკლედ დავწერ რაჭაში და კონკრეტულად შოვში (ან ბუბაზე) ხის უკანონო ჭრაზე, რომლის შესახებაც წერენ და ლაპარაკობენ ტელეჭინკები და სოცქსელებით პატრიოტები.

1) რაჭა ერთ-ერთი ტყით ძლიერ დაფარული მხარეა;

2) რაჭასა და სვანეთში ტყის ყოველწლიური ნამატი ბევრად აჭრბებს გამოყოფილ და ათვისებულ რესურსს;

3) რაჭაში ბევრი სასოფლო სავარგული ხელახლა დაიფარა ტყით და გამოუსადეგარი გახდა მეურნეობისათვის;

4) შოვის მიმდებარე ხეობებსა და მწვერვალებზე ხის ჭრა, დამზადება, დასაწყობება და მანქანით გამოტანა (გნებავთ, კანონიერად ან უკანონოდ) შეუძლებელია, ვინაიდან იქ 3-ხიდიანი მანქანებისათვისაც მიუდგომელი ადგილია.

ასე რომ, მყინვარებიდან დაძრულ გლაცეოლოგიურ მასას არანაირი შეხება არ გააჩნია ტყის ჭრასთან და წარმოადგენს უვიცი პროპაგანდისტების ტყუილს.

პ.ს. აქვე დაურთავ მყინვარი ბუბას და მისი ხეობის დღეს გადაღებულ კადრებს, საიდანაც მოხდა გლაცეოლოგიური მასის დაცურება. აბა, თუ სადმე ნახავთ ტყეს ან მასში პოტენციურად მისასვლელ გზას“, – წერს ბიძინა გიორგობიანი.