ბიძინა გიორგობიანი - კანდიდატობის მინიჭებაზე რეზოლუციას იმდენი გავლენა ვერ ექნება, რამდენადაც წარმოადგენს მომავალი პოლიტიკური არასტაბილურობის ბაზისს, შესაძლოა, ქუჩაში მოგვიწიოს ქვეყნის დაცვა, იმედია, დავიცავთ კიდეც
ბიძინა გიორგობიანი - კანდიდატობის მინიჭებაზე რეზოლუციას იმდენი გავლენა ვერ ექნება, რამდენადაც წარმოადგენს მომავალი პოლიტიკური არასტაბილურობის ბაზისს, შესაძლოა, ქუჩაში მოგვიწიოს ქვეყნის დაცვა, იმედია, დავიცავთ კიდეც

სერიოზულად თუ შევხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების წაქეზებაა​, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ბიძინა გიორგობიანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

როგორც გიორგობიანი წერს, „ვინ მოამზადა და რა მიზეზებითაა გამოწვეული ეს პოლიტიკური აბსურდი, ალბათ გაირკვევა, მაგრამ ყველა პასუხისმგებელია ამ შედეგზე“.

„მგონი, ქვეყნის მაგიერ ტელევიზიად უნდა გადავაფორმოთ საქართველო და ჩვენ ყველანი ჟურნალისტებად დავრეგისტრირდეთ. იქნებ ტელევიზიად მაინც გვაღიარონ. უფრო სერიოზულად თუ შევხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, ფაქტობრივად, სახელმწიფო გადატრიალების წაქეზებაა. ვინ მოამზადა და რა მიზეზებითაა გამოწვეული ეს პოლიტიკური აბსურდი, ალბათ გაირკვევა, მაგრამ ყველა პასუხისმგებელია ამ შედეგზე. ჩვენ, ხელისუფლება და ოპოზიციაც. ევროკავშირის კანდიდატობის მინიჭებაზე რეზოლუციას იმდენი გავლენა ვერ ექნება, რამდენადაც იგი წარმოადგენს მომავალ პოლიტიკურ არასტაბილურობის ბაზისს საქართველოში. ჩვენ შესაძლოა, ქუჩაში მოგვიწიოს ჩვენი ქვეყნის დაცვა და იმედია, დავიცავთ კიდეც“, – წერს ბიძინა გიორგობიანი.