ბიძინა გიორგობიანი - ეს არ არის ენთუზიასტების შეკრება, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ეს ჯგუფი 2012 წლიდან ცდილობს, მოაწყოს გადატრიალება
ბიძინა გიორგობიანი - ეს არ არის ენთუზიასტების შეკრება, „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ეს ჯგუფი 2012 წლიდან ცდილობს, მოაწყოს გადატრიალება

ეს არ არის ენთუზიასტების შეკრება, „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი თავმჯდომარე, ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია, ეს ის ჯგუფია, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ყოველწლიურად ცდილობს, მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება, – ამის შესახებ პირველი მოწვევის პარლამენტის წევრმა, ბიძინა გიორგობიანმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„აქციაზე წარმოდგენილი ლიდერები უკვე ნათლად გამოხატავენ მის შინაარსს. ეს არ არის ენთუზიასტების შეკრება. „ნაცმოძრაობის“ დღევანდელი თავმჯდომარე, ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, ნიკა გვარამია – ეს ის ჯგუფია, რომელიც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ყოველწლიურად ცდილობს, მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება. ყოველ მიტინგზე, რომ დაინახავენ, რომ 4 000 კაცი მოგროვდა ერთად, იწყებენ პარლამენტის შტურმს. ამის მცდელობა იყო დღესაც, პოლიციელიც დაშავდა იქ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებია სხვადასხვა მიზეზით – ახლა ეს კანონი აქვთ და სტიგმა მიაწერეს, რომ რუსული კანონია.

მათ არ აინტერესებთ შინაარსი, მათ აქვთ საკუთარი დღის წესრიგი – რამენაირად დაბრუნდნენ ხელისუფლებაში რევოლუციის გზით. ამისთვის იყენებენ ყველა ასეთ შემთხვევას. გააკეთებს ხელისუფლება რამე კანონის ინიცირებას ან მიიღებს რაიმე სერიოზულ გადაწყვეტილებას და შემდეგ მოჰყვება ხოლმე ასეთი ნაბიჯები, რასაც დღეს ვხედავთ და რომელსაც დღეს ჩახმახი გამოჰკრა ალეკო ელისაშვილმა. ეს ოპოზიციას ძალიან ძვირად დაუჯდება“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.