„ბიბისის“ ცნობით, სუპერბოულის აღლუმზე სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 21 ადამიანი
სუპერბოულში გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე სროლის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 21 ადამიანი, მათან ცხრა ბავშვია, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
შემთხვევა კანზას სიტიში, მისურის შტატში მოხდა. ოფიციალური პირების თქმით, შემთხვევის დროს აღლუმზე 800-ზე მეტი პოლიციელი იმყოფებოდა.
პოლიციამ განაცხადა, რომ სროლაში ეჭვმიტანილი სამი პირი დააკავა.
მიმდინარეობს მომხდარი ინციდენტის გამოძიება და მტკიცებულებების შეგროვება სროლის მოტივის დასადგენად.