ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი 24 ივნისს გაიმართება
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი აღლუმი 24 ივნისს გაიმართება

მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილისადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, 24 ივნისს გაიმართება. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

ვლადიმერ პუტინმა მთავრობას მოუწოდა, აღლუმთან დაკავშირებით სამზადისი უკვე დაიწყონ. ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, „უკვდავი პოლკის“ მარშის დროს სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, ამიტომ ის 26 ივლისს ჩატარდება.

აღლუმი  9 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო რუსეთის ხელისუფლებას მისი გადადება მოუხდა.