„როიტერი“ – ყირგიზეთის პრეზიდენტთან ერთად თვითმფრინავში მყოფ ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

13:02, 24.06.2020

ყირგიზეთის პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს ვერ დაესწრება, რადგან თვითმფრინავში პრეზიდენტთან ერთად მყოფ ორ ადამიანს „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აღლუმს ასევე არ ესწრება თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი. „როიტერის“ ინფორმაციით, თურქმენეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უთხრა, რომ თუ აღლუმზე ჩავიდოდა, მაშინ საკუთარი დაბადების დღის გატარება კარანტინში მოუწევდა.

მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი აღლუმი, რომელიც 9 მაისს უნდა ჩატარებულიყო, დღეს გაიმართება.

მსგავსი