სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი 24 ივნისს მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება
სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანი 24 ივნისს მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 24 ივნისს მოსკოვში დაგეგმილ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 75 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება. ინფორმაციას სომხური მედია, პრემიერ- მინისტრის პრესმდივანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიწვევით, მოსკოვში დაგეგმილ სამხედრო აღლუმზე სომხეთის შეიარაღებული ძალების 75 ჯარისკაცისგან შემდგარი კოლონა მიიღებს მონაწილეობას.

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმი მოსკოვში 9 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო ის გადაიდო. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, სამხედრო აღლუმი 24 ივნისს ჩატარდება.

დატოვე კომენტარი