„ბიბისი“ - ტუნისის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხი დახურა, რადგან წამყვანმა ეთერში დიქტატურის წინააღმდეგ მიმართული პოემა წაიკითხა
ტუნისის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხი დახურა, იმ მიზეზით, რომ წამყვანმა ეთერში დიქტატურის წინააღმდეგ მიმართული პოემა წაიკითხა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, თოქშოუს წამყვანი, ამერ აიადი პოლიციამ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის ძირის გამოთხრის ბრალდებით დააკავა.
ამერ აიადიმ ეთერში ერაყელი პოეტის, აჰმედ მათარის ნაწარმოები „მმართველი“ წაიკითხა, ცნობილი სატირული და კრიტიკული პოემა არაბული სამყაროს დიქტატორების შესახებ.