„ბიბისი“ - ბრიტანელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შერევა ეფექტურია
როგორც „ბიბისი“ იუწყება, ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის შერევა ვირუსის წინააღმდეგ ეფექტურად იცავს.
კვლევის ავტორებმა შეადარეს ორი დოზა „ფაიზერის“, ორი დოზა „ასტაზენეკასა“ და მათი შერევის შედეგად გამოვლენილი ეფექტი.
მეცნიერების მტკიცებით, ვაქცინების ყველა კომბინაცია ადამიანის ორგანიზმში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო მყარ იმუნიტეტის წარმოქმნის.
კვლევაში მონაწილეობდა 850 მოხალისე, რომელთა ასაკი 50 წელს აღემატებოდა. ისინი ოთხკვირიანი შუალედით აცრეს. შედეგად დადგინდა, რომ „ასტრაზენეკას“ შემდეგ „ფაიზერით“ აცრა უფრო ეფექტურია, ვიდრე ჯერ „ფაიზერითა“ და შემდეგ „ასტრაზენეკათი“. თუმცა, ორივე ვარიანტში ორგანიზში იმაზე მეტი ანტისხეულები დაფიქსირდა, ვიდრე იმ ადამიანებში ვისაც ორივე დოზა „ასტაზენეკა“ აქვს გაკეთებული.
როგორც ცნობილია, ზოგიერთი ქვეყანა უკვე სთავაზობს მოქალაქეებს ვაქცინების შერევას. ესპანეთი და გერმანია სთავაზობს ახალგაზრდებს, რომლებსაც პირველი დოზა „ასტრაზენეკა“ გაიკეთეს, მეორე ეტაპზე „ფაიზერით“ ან „მოდერნათი“ აიცრან.
კიდევ ერთი ახალი კვლევით, რომელიც გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ „ასტრაზენეკას“ ორი აცრის შემდეგ, მესამეს გაკეთება იმუნიტეტზე დადებითად აისახება. თუმცა, ჯერ უცნობია დასჭირდებათ თუ არა ორჯერ აცრილ მოქალაქეებს ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება წელს შემოდგომაზე.