ბეთანიაში გზების მოწესრიგებაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება
ბეთანიაში გზების მოწესრიგებაზე მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

ვაკის რაიონის გამგეობის მიერ ბეთანიაში მიმდინარე წელს გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოებია დაგეგმილი. საგზაო პროექტებზე ერთ მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ამის შესახებ ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ დედაქალაქის მერის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას განაცხადა, სადაც მოქალაქე დავით ჩიქოვანის დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ბეთანიის შიდა გზები ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. წინა წლების განმავლობაში ბეთანიაში გზების მოწესრიგებას ხელი შეუშალა 2015 წელს მომხდარმა სტიქიამ, ჩამოშლილი იყო წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელი გზა. წელს კი ვაკის რაიონის გამგეობას დაგეგმილი აქვს მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები. კერძოდ, ასათიანის, ლებანიძის, ორბელიანისა და სხვა ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე თვეში დაიწყება“, – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.