გორში, ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გორში, ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში, ბარნოვის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ქუჩის სიგრძე 370 მეტრია. ის მტკვრის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს და რომელაშვილებისა და გურამიშვილის ქუჩებს აკავშირებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 3 825 364 ლარია. ქუჩაზე მოეწყობა გარეგანათება, ველობილიკები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები.

გარდა გზის სრული რეაბილიტაციისა, პროექტი წრიულის, კუნძულებისა და ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობასაც ითვალისწინებს.

ამასთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა გრძელდება.

ბარნოვის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს გორის მერმა დაათვალიერა. კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ რამდენიმე ქუჩაზე საგზაო მოძრაობა მნიშვნელოვნად განიტვირთება, რაც ქალაქში სატრანსპორტო საშუალებების სწრაფ და შეუფერხებელ გადაადგილებას  შეუწყობს ხელს.

დატოვე კომენტარი