თიანეთი-ახმეტას გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თიანეთი-ახმეტას გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თიანეთი-ახმეტას 28 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

თიანეთი-ახმეტას გზაზე დაგეგმილია არსებულ გრუნტის გზის სრული რეაბილიტაცია და ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზის მოწყობა.

უწყების ცნობით, აშენდება ორი ახალი ხიდი და რეაბილიტირდება ერთი  არსებული ხიდი. ამ დროისთვის, გზის საფუძვლის ქვედა ფენის, ფერდების დამუშავების და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ, თიანეთი და ახმეტა, ნაცვლად არსებული დაზიანებული გზისა, სადაც გადაადგილება გართულებული იყო, განახლებული და კომფორტული გზით დაუკავშირდება ერთმანეთს.

პროექტის ღირებულება 18 965 000 ლარია.