კოჯორში, ახალდაბასა და ბეთანიაში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, დაზიანებულია ერთი მანქანა

15:11, 27.07.2020

კოჯორში, ახალდაბასა და ბეთანიაში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა.

როგორც საქართველოს პირველ არხს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოტეხილია ტოტები და დაზიანებულია ერთი მანქანა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.

„დაფიქსირდა ათი შეტყობინება. ყველა შეტყობინებაზე მოხდა შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადეს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

მსგავსი