ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის ტომ ტიკვერი უხელმძღვანელებს
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია. Cloud Atlas-ის, Run Lola Run-ისა და A Hologram for the King-ის რეჟისორი წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კინოფორუმის ჟიურის თავმჯდომარე იქნება.
„ტომ ტიკვერი ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო გერმანელი რეჟისორია და გვიხარია, რომ ის ჩვენი ფესტივალის ჟიურის უხელმძღვანელებს“, -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფესტივალის დირექტორმა.
ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდება.
ავტორი -
თათია ბუხრაშვილი