მიხეილ კალატოზიშვილის „მიფრინავენ წეროებს“ ბერლინის კინოფესტივალზე აჩვენებენ
მიხეილ კალატოზიშვილის „მიფრინავენ წეროებს“ ბერლინის კინოფესტივალზე აჩვენებენ

მიხეილ კალატოზიშვილის ფილმს ”მიფრინავენ წეროები” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე სექციაში Berlinale Classics აჩვენებენ.

ფილმს საფუძვლად უდევს ვიქტორ როზოვის ამავე სახელწოდების პიესა. მას მოგებული აქვს ოქროს პალმის რტო კანის კინოფესტივალზე.

ბერლინის 68-ე კინოფესტივალი 2018 წლის 15 თებერვალს დაიწყება და 25 თებერვალს დასრულდება.