ბერლინის კინოფესტივალზე „ოქროს დათვი“ საუკეთესო ფილმისთვის „სინონიმებს“ ერგო
ბერლინის კინოფესტივალზე „ოქროს დათვი“ საუკეთესო ფილმისთვის „სინონიმებს“ ერგო

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია – „ოქროს დათვი“ საუკეთესო ფილმისთვის ნადავ ლაპიდის ფილმს „სინონიმები“ ერგო. გრან პრი ფრანგული კინოს „ახალი ტალღის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელს, ფრანსუა ოზონს მიენიჭა. ოზონის ფილმი ფრანგი კათოლიკე მღვდლის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე მოგვითხრობს, რომელიც 1986-დან 1991 წლამდე სკაუტებზე სექსუალურად ძალადობდა. ფილმში მთავარ როლებს მელვილ პუპო, დენი მენოჩე და სვან არლაუდი თამაშობენ. „ვერცხლის დათვი“ საუკეთესო რეჟისურისთვის – ანგელა შანელეკიმ მიიღო სურათისთვის „ვიყავი სახლში, მაგრამ“.

წლევანდელი ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი ფრანგი მსახიობი ჯულიეტ ბინოში იყო.