თბილისში უნგრული კულტურის დღეები ჩატარდება
თბილისში უნგრული კულტურის დღეები ჩატარდება

საქართველოსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილეს აღსანიშნად, თბილისში უნგრული კულტურის დღეები ჩატარდება.

ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოში უნგრეთის საელჩოა. უნგრული კულტურის დღეებისა და პროგრამის შესახებ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

2-დღიანი პროგრამა უნგრეთის ტრადიციული ფოკლორული მუსიკის კონცერტსა და თანამედროვე თუ კლასიკოსი უნგრელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენებს მოიცავს.
ხელოვნების სასახლეში, ცნობილი უნგრელი ფერმწერისა და გრაფიკოსის – მიხაი ზიჩის ნამუშევრები გამოიფინება. პარარელურად, 23 თანამედროვე უნგრელი იუველირი თავის ნამუშევრებს ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენს.

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში „სალონა“ და მისი ბენდი“ წმინდა ეფრემის მამაკაცთა გუნდთან ერთად საეკლესიო და ფოლკლორული მუსიკის კონცერტს გამართავს. მარჯანიშვილის თეატრში უნგრული ცეკვების ანსამბლი იცეკვებს.

მიმდინარე წელს უნგრეთი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტატუსის მქონე ქვეყანაა. კინომოყვარულები თბილისის კინოთეატრებში ბოლო დროის საუკეთესო უნგრული ფილმები, მათ შორის, 2016 წლის ოსკარის გამარჯვებული “საულის ვაჟი” და ამავე წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული “სულისა და ხორცის შესახებ“. სწორედ ეს ფილმი გახსნის წელს ფესტივალს.

თბილისში უნგრული კულტურის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 4-5 დეკემბერს ჩატარდება.