ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

„ოქროს დათვი“ საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გადაეცა კარლა სიმონის ფილმს „ალკარას“. „ვერცხლის დათვის“ მფლობელი საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში გახდა კრელ დენი ფილმისთვის „დანის ორივე მხარე“. ჟიურის გრან პრისა და ვერცხლის დათვის მფლობელი ჰონგ სანგსუს „ნოველისტის ფილმი“ გახდა.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი 20 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული კინოფესტივალი წელს ფრანსუა ოზონის ახალი ნამუშევრით „პიტერ ვონ კანტით“ გაიხსნა. ფილმში მთავარ როლს ფრანგული კინოს ვარსკვლავი იზაბელ აჯანი ასრულებს.