ბერლინალეს მთავარი პრიზი ირანელი რეჟისორის, მოჰამად რასულოფის ფილმს - „ბოროტება არ არსებობს“ გადაეცა
ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის – ბერლინალეს მთავარი პრიზი, „ოქროს დათვი“ ირანელი რეჟისორის, მოჰამად რასულოფის ფილმს – „ბოროტება არ არსებობს“ ერგო.
ფილმში ოთხი ფილოსოფიური ამბავია მოთხრობილი, რომლებიც ადამიანის არცთუ მარტივ არჩევანს ეხება.
მოჰამად რასულოფი დაჯილდოების ცერემონიას არ ესწრებოდა, რადგანაც პოლიტიკური მოტივით 2017 წლიდან ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს. ჯილდო მისმა ქალიშვილმა მიიღო.
ბერლინალე 20 თებერვალს გაიხსნა და კონკურსში 18 კინოსურათი იღებდა მონაწილეობას.