ბერლინის ფესტივალზე, საქართველოს სტენდთან მიღება გაიმართა
ბერლინის ფესტივალზე, საქართველოს სტენდთან მიღება გაიმართა

ბერლინში, საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ქართული მიღება გაიმართა. საქართველოს სტენდთან შეკრებილ ქართველ და უცხოელ კინემატოგრაფისტებს ეროვნული კინოცენტრი მასპინძლობდა.

სტუმრებს შორის იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ელგუჯა ხოკრიშვილი.

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეთოთხმეტედ არის წარმოდგენილი. ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ეროვნული კინოცენტრი და ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში” ერთობლივად წარმოადგენენ.

პავილიონში, ქართული ფილმების გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებულ უცხოელ კინომწარმოებლებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში“ აცნობენ.