ბერლინის 68-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია
ბერლინის 68-ე კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია.

საუკეთესო ფილმისთვის ოქროს დათვი გადაეცა ადინა პინტილე Touch Me Not. ვერცხლის დათვი – Mug დაიმსახურა, ხოლო ვერცხლის დათვი რეჟისურისთვის უეს ანდერსონმა ფილმისთვის Isle of Dogs მიიღო. ისტორიაში პირველად ბერლინალე სწორედ ამ ანიმაციით გაიხსნა.

ვერცხლის დათვი საუკეთესო ქალი მსახიობისთვის მსახიობმა ანა ბრუნიმ მიიღო The Heiresses შესრულებული როლისთვის, საუკეთესო კაცი მსახიობისთვის ჯილდო გადაეცა ანტონი ბაჟონს.

წლევანდელი ბერლინალეს ჟიურის თავმჯდომარე რეჟისორი ტომ ტიკვერი იყო. რაც შეეხება ჟიურის სხვა წევრებს, ბერლინალეს გამარჯვებულები წელს გამოავლინეს Moonlight-ის პროდიუსერმა ადელ რომანსკიმ, ბელგიელმა მსახიობმა სესილ დე ფრენსმა, იაპონელმა კომპოზიტორმა რუიჩი საკამოტომ, კინოკრიტიკოსმა სტეფანი ზაჩარეკმ და რეჟისორმა ჩემა პრადომ.