საქართველოს ნაკრების წევრმა ბექა ბურჯანაძემ „გრან კანარია“ ორმხრივი შეთანხმების შედეგად დატოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური გვერდი იუწყება.
„ბექა ბურჯანაძე „გრან კანარიას“ წევრი აღარ არის. მოთამაშემ წასვლა პირადი მიზეზების გამო მოითხოვა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გუნდი დატოვა. ჩვენი გუნდი მადლობას უხდის ბექას ყველაფრისთვის და წარმატებას უსურვებს მას“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ქართველი კალათბურთელის სტატისტიკა „ლიგა ენდესაში“ საშუალოდ 5.4 ქულა, 3.1 მოხსნა და 0.9 პასი იყო.