ბენიამინ ნეთანიაჰუმ მეტოქე ბენი განცს მოუწოდა, ისრაელის ერთიანობის მთავრობის ფორმირების პროცესში შეუერთდეს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მეტოქე ბენი განცს მოუწოდა, ისრაელის ერთიანობის მთავრობის ფორმირების პროცესში შეუერთდეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ არჩევნების შედეგები მას მთავრობის ფორმირების საშუალებას არ აძლევს.
„ბენი, ჩვენ უნდა შევქმნათ ფართო ერთიანობის მთავრობა დღის ბოლომდე. ერი გველოდება ორივეს, რომ ვაჩვენოთ პასუხისმგებლობა და რომ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ბენი განცის პარტიაში „ლურჯი და თეთრი“ შეთავაზებაზე ჯერჯერობით არ უპასუხიათ. მანამდე, პარტიის ლიდერმა, თქვა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით პარტია „ლიქუდთან“ თანამშრომლობა არ განიხილება.
ისრაელის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმების დათვლის შემდეგ პარტიას „ლურჯი და თეთრი“ 33, „ლიქუდს“ კი, 32 მანდატი აქვს. ისრაელის ქნესეთი 120 ადგილიანია.